ვალერი გაზაევმა საბა კვირკველია მეშვიდედ დაასახელა ტურის ნაკრებში

AutoSharing Option
რუსული სპორტული საიტისთვის championat.com-ისთვის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ჩემპიონატის ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარ ვერსიას ადგენს (Символическая сборная 19-го тура РФПЛ. Версия Валерия Газзаева) და მე-19 ტურის სიმბოლურში ქართველი მცველი საბა კვირკველია შეიყვანა, რომელსაც ამ სეზონში ეს პატივი წილად მეშვიდედ ერგო.

შეგახსენებთ, გასულ ტურში "ლოკომ" ყაზანის "რუბინი" დაამარცხა (1:0).

აი, როგორ შეაფასა გაზაევმა კვირკველიას ასპარეზობა:"თავის ყოფილ გუნდთან შესანიშნავად გაისარჯა. დაცვაში მისი დამაჯერებელი თამაში "ლოკომოტივს" გამარჯვებაში დაეხმარა".
მკითხველის კომენტარები / 8 /
გამგებმა ყველაფერი კარგად გაიგო და თავისი ქამარ-ხანჯალი ყველას მოახმაროს გამჩენმა
ვასო
22:20 07-12-2017
0
vaso, ალბათ გაგონილი გექნება ერთი კაი ქართული გამოთქმა -"სად ერეკლე და სად მისი ხმალ-ხანჯალი"-ო. საერთოდ არ არის შენი მოსაზრება ახლოს თემასთან. გაზაევმა კვირკველია შეიყვანა რუსეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. რომელი ნახევარმცველი გაინტერესებს? რომელიც რუსეთში თამაშობს და გაზაევმა არ შეიყვანა სიმბოლურში, თუ... რა შუაშია აქ ნახევარდაცვა და თავდასხმა?
niko
16:44 07-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული