ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელებში საჯარიმოდან გაიტანა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატში საჯარიმო დარტყმით მორიგი გოლი გაიტანა.

18 აგვისტოს გამართულ ახალგაზრდული პირველობის VI ტურის მატჩში "შახტარმა" "ოლიმპიკს" ანგარიშით 3:0 სძლია, არაბიძემ კი ანგარიში მე-40 წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა.

გიორგიმ მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო, შეცვლამდე კი გაფრთხილების მიღება მოასწრო. მისმა გუნდმა ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის ტრანსფერით თურქული "გალათასარაია" დაინტერესებული.
ასევე დაგაინტერესებთ