საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
FIFA-მ 4 აპრილს ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. "ჯვაროსნებმა" ორი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად 75-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ თვეში ორი მატჩი ითამაშა. ჯერ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2:0 სძლია, შემდეგ კი ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

გერმანიაში გასამართი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რეიტინგი კი სისულელეა მაგრამ რეალურად მოვუგეთ ჩვენზე დაბალ გუნდს და ფრე საბერძნეთთან ასე რომ ლოგიკურია
სხვა
09:05 05-04-2024
0
ეს რეიტინგი არის სრული დებილობა! აზიაში რომ ვთამაშობდეთ ამ სიის ოცეულში ვიქნებოდით, რადგან ამხელა კონტინეტზე მხოლოდ 3-4 სერიოზული გუნდია იაპონია. კორეა, ირანი და ავსტრალია( რომელიც აზიაში ტამაშობს)
რობი
14:12 04-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული