ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.

სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11
ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.