ევრო 2016

იტალიის ნაკრები: დე როსი ევროპაზე, მონტოლივო სახლში

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ იმ 23 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მიჰყავს. აქამდე, "სკუადრა აძურას" მესაჭე 30 ფეხბურთელს ავარჯიშებდა და შესაბამისად, 7 თამაშგარეში დატოვა.

სანამ საბოლოო შემადგენლობას გავეცნობით, აღვნიშნოთ, რომ განაცხადს მიღმა დარჩნენ დანიელე რუგანი, დავიდე ძაპაკოსტა, მარკო ბენასი, ჯაკომო ბონავენტურა, დავიდე ასტორი, ჟორჟინიო და რიკარდო მონტოლივო. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.

იტალიის საბოლოო სია
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო)

მცველები: ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი),
მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მატია დე შილიო (მილანი), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი)

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ემანუელე ჯაკერინი (ბოლონია), დავიდე სტურარო (იუვენტუსი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), მარკო პაროლო (ლაციო)

თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (რომა), მარტინს ედერი (ინტერი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ტორინო), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), სიმონე ძაძა (იუვენტუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ