ჭიდაობა

თავისუფალი

ოთხი ქართველი "თავისუფალი" ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
5 მაისს დაღესტანის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნახევარფინალში 4 ქართველი მოჭიდავე გავიდა.

61 კგ-ში აღნიშნულ შედეგს ბექა ლოთაძემ მიაღწია, რომელიც აზერბაიჯანელ მირაჯალალ ხასან ზადეს დაუპირისპირდება.

86 კგ-ში სანდრო ამირანაშვილი ალექსანდრ გოსტიევს შეხვდება. 92 კგ-ში ირაკლი მწითური რუსი აბდულრაშიდ სადულაევის წინააღმდეგობის დაძლევას შეეცდება.

გენო პეტრიაშვილის მეტოქე კი ნახევარფინალში პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.

1/2-ფინალური შეხვედრები 18:15 საათიდან დაიწყება, ფინალები კი ხვალ 19:00 საათზე გაიმართება.