გენო პეტრიაშვილმა სოფიის ტურნირის ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გენო პეტრიაშვილი სოფიაში გამართული "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლისათვის შეხვედრაში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა რუსეთის ნაკრების წევრი მურადინ კუშხოვი 5-0 დაამარცხა.

მან მეოთხედფინალში მასპინძელ დანიელ ვასელინოვს აჯობა (10:0), ნახევარფინალში კი ბერძენ იოანის კარგკიოტაკისს (10:0).

ხოლო რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო მემორიალური ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებებმა ჯამში 9 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აქედან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი 5 მედალია - თითო
ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, ვინც ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მურადინ კუშხოვს მშრალი ანგარიშით 5-0 სძლია, მანამდე კი აშკარა უპირატესობით დაამარცხა ბულგარელი დანიელ ვასელინოვი და ბერძენ იოანის კარგაკიოტაკისი 10-0.

ირაკლი მწითურმა (92 კგ) მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო რუსთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან. მესამე საპრიზო ადგილები ოთარ გოგავამ (61 კგ), ჯაბა ყველაშვილმა და ნიკა კენჭაძემ (ორივე - 79 კგ) დაიკავეს.

ბერძენ-რომაელი სტილით ნაკრების მონაგარი 4 მედალია - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაოა. ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები რამაზ ზოიძემ (72) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს.

ძამაშვილმა ფინალური შეხვედრა დათმო პოლონეთის წარმომადგენელ ედგარ ბაბაიანთან, მანამდე კი აშკარა უპირატესობით მოუგო ბულაგრელ დ. მარიოს 10-1 და უკრაინელ ანდრეი ანტონიუკს 10-0, მეოედფინალში უკრაინის კიდევ ერთი წარმომადგენელი დმიტრო პინკოვი 8-6 დაამარცხა, ნახევარფინალში კი პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თურქი ასლან ატემი.

წაუგებლად ჩაამთავრა შეჯიბრი ზვიად პატარიძემ რომელიც ტრამვის გამო ფინალში არ გასულა საჭიდაოდ თურქთა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ რიზა კაიაალპთან. ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 3 მეტოქე იოლად ჩამოიცილა, თურქი ილმაზ დოგან აშაკარა უპირატესობით 8-0 და იაპონელი არატა სონადა 31 წამში წმიმნდად დაამარცხა, ნახევარფინალში ასევე იოლად 10-2 მოუგო უკრაინელ მიკოლა კუჩმას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც ეგრე გააგრძელე
1

სიახლეები პოპულარული