5 ქართველი ფალავანი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ბულგარეთში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს 5 ქართველი ფალავანი: ოთარ გოგავა (61 კგ), ჯაბა ყველაშვილი (79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) ნახევარფინალში გავიდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ოთარ გოგავა (61 კგ) ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს, ჯაბა ყველაშვილი (79 კგ) რუს ახმედ გაჯიმაგომედოვს, ირაკლი მწითური (92 კგ) თურქ ჰუსეინ გ.-ს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ მწითური ფინალში გასვლის შემთხვევაში რუსების დაღესტნელ ფალავან აბდულრაშიდ სადულაევს დაეჭიდება.

ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები - რამაზ ზოიძე (72 კგ) მოლდოველ ანატოლი
პ-ს, ხოლო თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, თურქ ასლან ატემს დაეჭიდება.

ნახევარფინალური ბლოკი 18:30 საათიდან განახლდება.

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული