გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი ინდოეთის პრო-ლიგის გამარჯვებულები არიან [VIDEO]

AutoSharing Option
26 იანვარს, დელიში დასრულდა ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის Pro Wrestling League-ის მესამე სეზონი, რომლის გამარჯვებული ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის "პანჯაპ როიალსი" გახდა, ფინალში პანჯაპელელბმა ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის "არიანა ჰამერსი" 6:3 დაამარცხეს.

პირად შეხვედრებში სამივე ქართველმა ფალავანმა იმარჯვა, პრო-ლიგის ტრიუმფატორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ჩვეულ სტილში 16:0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი და ჩემპიონატი 100%-იანი მაჩვენებლიდ შვიდიდან შვიდი გამარჯვები დააგვირგვინა.


ზურაბ იაკობიშვილმა, რომელიც "პანჯაპელებმა" მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში რუსების დაღესტნელი ფალავანის ილაის ბეკბულატოვის
ნაცვლად დაიმატეს 4:0 მოუგო ინდოელ კარან მორს.


ხინჩეგაშვილმა ინდოელ ნავეერ კუმარს 4:0 მოუგო და ჩემპიონატი წაუგებლად ექვსიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა. შეგახსნებთ, რომ შარშან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი პრო-ლიგის გამარჯვებული სწორედ "პანჯაპის" შემადგენლობაში გახდა.


ინდოეთის პრო-ლიგა მსოფლიოში არსებულ საკლუბო ჩემპიონატებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურნირია, სადაც მსოფლიოს მრავალი ტიტულოვანი ფალავანი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებამ სტარტი 9 იანვარს აიღო და 26-ში დასრულდა.

ლეგიონერებს შორის ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოჭიდავეებათ ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ.

წყარო: Wrestling.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიკვირს რაა, სხვა სურათები არ გქონდათ ბიჭების, თუ სპეციალურად აკეთებთ?
0

სიახლეები პოპულარული