ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა 11:5 მოიგო, პეტრიაშვილმა 15:0 [VIDEO]

AutoSharing Option
16 იანვარს, დელიში ინდოეთის საკლუბო პრო-ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთმანეთს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების, ლადო ხინჩეგაშვილის "არიანა ჰამერსი" და გენო პეტრიაშვილის "პანჯაპ როიალსი" დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ გამარჯვება მინიმალური ანგარიშით, 4-3 "პანჯაპელებს" დარჩათ, ქართველებმა კი პირად შეხვედრებში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

ხინჩეგაშვილი, რომელიც თავის ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (57 კგ) ასპარეზობს, ინდოელი კალე უტკკარში 11:4 დაამარცხა.


მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა კი 15:0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი.


სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 6
ქულით დანგალი იმყოფება, მეორე-მესამე ადგილებს კი 4-4 ქულით გორელი ფალავნების "არიანა ჰამერსი" და "პამჯაპი" იყოფენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული