იაკობიშვილი ოს და დაღესტნელ მეტოქეებზე: ეს მიუღებელი იყო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონმა თავისუფალ სტილით ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილმა დაჯილდოების დროს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გადაცემა "სპორტის დაფაში" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაკობიშვილი პოლონეთის ნაკრების წევრს, წარმოშობით დაღესტნელ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და 3:1 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი, წარმოშობით ოსი ალან გოგაევი დაამარცხა.

დაჯილდოების დროს, საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ გაჯიევი და გოგაევი კვარცხლბეკიდან ჩამოვიდნენ და იაკობიშვილთან ფოტოს გადაღება არ ისურვეს. კვარცხლბეკზე მხოლოდ კუბელი ვალდეს ტობიერა დარჩა.

"ჩემთვის ეს საქციელი მიუღებელი იყო და ვერ მივხვდი, რატომ მოიქცნენ
ასე. პირველ ადგილზე მე ვიდექი, ვიყავი ჩემპიონის ამპლუაში და ჩემთვის დიდს არაფერს ნიშნავდა, რომ არ გადაიღეს სურათი", - თქვა იაკობიშვილმა.

აღნიშნულ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა გენო პეტრიაშვილმაც, რომელიც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა პარიზში გამართულ ტურნირზე.

"მე მგონი, ისეთი შეხვედრები მოუგო ზურამ, რომ გულნატკენები იყვნენ და გაიპარნენ".

- ოსმა და დაღესტნელმა მოჭიდავეებმა ზურაბ იაკობიშვილთან ფოტოს გადაღება არ ისურვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგათ,მგონი ჩვენის სპორტსმენის პირველი ადგილი უფრო გაუტყდათ ,ვიდრე სურათის გადაღება!
როგორ აკადრეს ,რომ გააგორა ქართველმა და ბეჭზე დასცა?!გენაცვალე მარჯვენაში,რატო სიფათები არ მიუნგრიე?!:DDD
niania
30 აგვისტო 2017 16:53
0
რა ვიცი, მეგობარო ზოგიერთმა ქართველმა სპორცმენმა საერთოდ ხმა არ ამოიღო და გაიყურსა. გენომ კი როგორც ვოვისმინე არაერთხელ დააფიქსირა ამის შესახებ თავისი აზრი... ჰოდა გამიხარდა...
ჯალალედინმა თქვა - ქართველებს ერთი პირი რომ ქონდეთ ქვეყნიერებას დაიპყრობდნენო...
ამიტომ გავაჟღერე თხოვნა ერთმანეთს ამოუდექით მეთქი მხარში, მარტო სპორცმენები კი არა საერთოდ ქართველები... კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვფიქრობ არაფერი დასაძრახი არავისთვის არაფერი მიკადრებია
AZZURRI-s Lanasgan
30 აგვისტო 2017 15:40
0
ვის რა ჯანდაბათ უნდა მაგათი მახინჯი ყიზილბაში სიფათების დანახვა. თუ არც გადაიღეს კიდე, ზურას დოლას რა.
ზაზა
30 აგვისტო 2017 15:30
0
-გენაცვალე კაცურო კაცო, სულ ასე დაგემარ ცხებინოს საქრტველოს მტრები! და სულ წინ გევლოს
იეს
30 აგვისტო 2017 15:03
0
უცნაური კომენტარი გაქვს. აბა ვისთვის უნდა დაეჭირა მეტი მხარი გენოს?!
lana-s
30 აგვისტო 2017 14:27
0
მე მგონი მაგათ ერთმანეთთან არ უნდოდათ სურათის გადაღება, ოსები და დაღესტნელები ხომ ვერ იტანენ ერთმანეთს...
azzurri
30 აგვისტო 2017 14:05
0
კარგად რომ დააკვირდეთ გაჯიევს ტკივილისაგან შეწუხებული სახე აქვს.ეტყობა იაკობიშვილმა ისე მაგრად გაიგდო,რომ ჭიდაობის შემდეგ ტაკუნების ტკივილმა ძალიან შეაწუხა, იმიტომაც გაიპარა. :)
kvmibo
30 აგვისტო 2017 13:14
0
გენო ფენომენალური ხარ! კარგია რომ მხარი დაუჭირე ზურას! ქართველო სპორცმენებო მოგიწოდებთ ერთმანეთის მხარდაჭერას და პატივისცემას ნებისმიერი გარედან მომდინარე პროვოკაციის საწინააღმდეგოდ!
Lana
30 აგვისტო 2017 13:06
0
ფ ი ზ ი კ უ რ ა დ კიდევ უფრო მომძლავრდი შრომისმოყვარეობით და კლასიც გაქვს,შემართებაც და სპორტული ინტელექტიც,რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდე,მეტიც - წონის ლ ი დ ე რ ი.

მრავალჯერ უნდა გაახარო სრულიად ქართველობა!
glaxuna
30 აგვისტო 2017 12:15
0
სირცხვილი გაჯიევს და გოგაევს! ეს ქონდრისკაცები! მეორე და მესამე ადგილების ღირსებიც არ იყვნენ! რა იაკობაშვილის ბრალია თუ მათ აჯობა?! მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!
Sophie
30 აგვისტო 2017 12:11
0

სიახლეები პოპულარული