მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

26 აგვისტოს, ჩემპიონატის ბოლო დღეს, ოქრო ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ელიზბარ ოდიკაძემ (97) და ზურაბ ერბოწონაშვილმა (70), მაგრამ დამარცხდნენ.

წინა დღეს მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი კი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პრიზიორები რობერტ კობლიაშვილი (85) და რევაზ ნადარეიშვილი (98) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცილოცავთ ყველას!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!! ხვალ ძიუდო იწყება და იმედია, იქაც იქნება მედლები!!! ამდენი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი ჯერ არ გვყოლია!!! გმადლობთ!!!
tngh
27 აგვისტო 2017 18:14
0
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და მთელს საქართველოს!
Mm
27 აგვისტო 2017 17:23
0
ვულოცავ ზურას , ყვარელს და სრულიად საქართველოს !!!
ბესო72
27 აგვისტო 2017 17:06
0
ოდიკაძისგანაც ველოდი მედალს
Irakli apkhaidze
27 აგვისტო 2017 15:56
0
თითქოს, გენოს პეტრიაშვილის გამარჯვებამ დაჩრდილა ყველა და ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში. ზურა იაკობაშვილის წარმატება არანაკლებ სასიამოვნო და ღირსეული იყო. მან უდიდესი პროგრესი განიცადა და ეს ტიტული დაიმსახურა. ვილოცავ და ველი მომავალ წარმატებებს. მთლიანობაში, ჩვენი ნაკრები ძალიან კარგად გამოვიდა, რაც მწვრთნელების დამსახურებაა. მათაც ვულოცავ.
gogig
27 აგვისტო 2017 15:31
1
გენო პეტრიაშვილს არავინ არასდროს დაუჩრდილია, საოცრად მოკრძალებული და თავმდაბალი ბიჭია! იმდენად თავმდაბალი რომ ისიც კი არავისთვის შეუტყობინებია, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ გუშინ პარიზში რომ 2016 წლის საუკეთესო სპორცმენად დაასახელა. თქვენ კი რატომ ლაპარაკობთ ასე და როგორ აძლევთ თავს ნებას ქართველი ფალავნები ერთმანეთს დაუპირისპიროთ როცა პირიქით უნდა იქცეოდეთ?
მსგავსი კომენტარის შემხედვარე გეკითხებით, რითი ჯობიხართ ამ დაღესტნელს და ოსს რომელთაც არ ისურვეს ჩვენს დიდებულ სპორცმენთან სურათის გადაღება?
Nini
27 აგვისტო 2017 21:47
0
Gენო პეტრიაშვილს არავინ არასდროს დაუჩრდილია რატომ ლაპარაკობთ ასე და როგორ აძლევთ თავს ნებას ქართველი ფალავნები ასე ერთმანეთს დაუპირისპიროთ როც
Nini
27 აგვისტო 2017 21:40
0

სიახლეები პოპულარული