მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს მოუგო უაღრესად დაძაბული შეხვედრა მოუგო - 10-8. ნახევარფინალში გენომ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.

ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში
რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო. რეპეშაჟში ლადომ ამერიკელ ლოგან ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად სძლია, მედლისთვის შეხვედრაში კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს აჯობა – 3:0.

ჩვენი ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში - დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.

პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ, 26 აგვისტოს დასრულდება და მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ იაკობიშვილი (65), ზურაბ ერბოწონაშვილი (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იჭიდავებენ.

 

მკითხველის კომენტარები / 28 /
დიდი მადლობა ლომო ჩვენი გახარებისთვის! უმაგრესი ფინალი იყო. სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა
1
26 აგვისტო 2017 10:26
0
დიდი ხანია ესე არაფერი არ გამხარებია.......გენო დიდი მომავალი გაქვს...წარმატებები....ოლიმპიური ოქრო ამოიღე მიზანში...იმსახურებ....
ლევანი
26 აგვისტო 2017 09:49
0
მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისათვის, თქვენ საქართველოს ღირსებას იცავთ თქვენ წილ ომში, უფალი გფარავდეთ
ქართველი
26 აგვისტო 2017 00:06
0
ეგრე რა თქვე კაი ხალხო. გილოცავ ქართველო გმირო! თქვენც გილოცავთ ქართველებო, თქვენი ჭირიმე მე!
დემე
25 აგვისტო 2017 23:49
0
ვულოცავ გენოს.მაგარი კაცია.ვიდეო სად შეიძლება ვნახოთ?
დემო
25 აგვისტო 2017 23:45
1
ცხვირწინ გიდევს ვიდეო!
Ффф
26 აგვისტო 2017 13:31
0
გილოცავთ ძმებო,ლადომ და გენომ დიდებულად იჭიდავეს,მართლა მგარი ბიჭები არიან.
სოსო
25 აგვისტო 2017 23:45
0
ტახა აკგული ნაღდი პროფესიონალია.დამარცხების მიუხედავად არაფერი არ შეშლია არც თავის დაჭერაში და არც მილოცვაში.საღოლ ტახა!
gori 2
25 აგვისტო 2017 23:42
7
ბრავო ადმინ! შემდგომში, შევეცდები ბოლომდე არ ვთქვა...
???
26 აგვისტო 2017 12:30
0
რას ამბობ? რა, მხურვალედ მიულოცა? პირიქით, ზედაც არ შეხედა. ჩვენსას გამოუვიდა ძალით მიტმასნება, მხედველობის პრობლემა თუ არავის აქვს, ასე ჩანს. ღირსეული არა,
???
26 აგვისტო 2017 12:03
1
გაიხაროს შენმა ოჯახმა შენმა მშობლებმა მწვრთნელებმა და სრულიად საქრთველომ. მადლობა გენო
კახა
25 აგვისტო 2017 23:41
0
ახალი ერა თავისუფალში! გენო მაგარი ვაჯკაცია! მისი წყალი გადასხმოდეს გურამ თუშიშვილს.
gori 2
25 აგვისტო 2017 23:33
0
ყოჩაღ გენო საამაყო ქართველი ვაშკაცი ხარ გაუმარჯოს გორს და საქართველოს
გენო
25 აგვისტო 2017 23:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული