მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილი ოქროსთვის, ხინჩეგაშვილი ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
პარიზში დღეს დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებს თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. პლანეტის ჩემპიონობისთვის მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი იბრძვის, ბრინჯაოსთვის კი - 61 კგ-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-დან დაიწყება და გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად. ფინალში გენოს მეტოქე სახელოვანი თურქი ტახა აკგული იქნება.

1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან
დათმო შეხვედრა ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოდის. მანამდე კი ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი შეხვედრა იოლად მოიგო. ლადომ რეპეშაჟში ამერიკელ ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად მოუგო, მედლისთვის კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს დაუპირისპირდება.

დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში - დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველაფერი კარგი ასე აგიხდეთ. გილოცავთ!!!!!
gori 2
25 აგვისტო 2017 23:28
0
შენ გაიხარე გენო. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ.
gogig
25 აგვისტო 2017 23:22
0
დღის გორი მთელ საქართველოსთან ერთად ოქროს მედალს იზეიმებს!
g
25 აგვისტო 2017 18:41
0
ორი ოქრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ოქრო-ბრინჯაოც არ არის ურიგო...
gori 2
25 აგვისტო 2017 18:38
0
მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია, მაგრამ დაიმახსოვრეთ---დღეს გენოს დღეა! ის ყველაფერს გააკეთებს რომ სამშობლო ასახელოს.
gori 2
25 აგვისტო 2017 18:34
0
ძმობას გაფიცებთ მითხარით ვინც წესებში კარგად ერკვევით - ლადოს ბოლო ილეთი რაშიდოვთან ხო იყო 4 ქულიანი (ტრიალი+ჩოქბჯენი) და რატო მისცეს 2 ქულა?
gorski
25 აგვისტო 2017 18:00
0
ლადოს რა ჭირდა? ბოლოს რაღაც უბრძვოლელად დათმო შეხვედრა
მალვინა თოიძე
25 აგვისტო 2017 17:46
0
ფინალური ბლოკი სილკ უნივერსალზეა. ყოველდღე ლაივში.
karqi raa
25 აგვისტო 2017 17:33
1
finalshi petriashvils vin xvdeba, ikneb dageterat
duru
25 აგვისტო 2017 17:05
5
უძლიერესი თურქი, ტაჰა აკგულა
qqq
25 აგვისტო 2017 17:45
2
ყურადღებით წაიკითხე ბიძიკო სტატია და მიხვდები
dima
25 აგვისტო 2017 17:21
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული