მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ივერი ჯულაყიძემ ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრებმა გამოსვლა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

დღეს, 2 აგვისტოს, ბრინჯაოს მედალი ივერი ჯულაყიძემ (66) მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ გევორგ მხეიანს 6-4 სძლია.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქოდა ზურაბ ურთაშვილსაც (120), თუმცა რუსეთის სახელით მოასპარეზე ზაურ კოზონოვთან დამარცხდა (2-4).

დღესვე მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ რობერტ დინგაშვილი (55) და ზაურ ბერაძე (84).

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.

 

გული მწყდება რომ ესე ჩავაგდეთ ეს მსოფლიო ჩემპიონატი( ბერძნულ-რომაულით სტილის მოჭიდავეებს წარმატებას ვუსურვებ! მათ ძლიერი სამწვრთნელო შტაბიც აქვთ!
gurami
22:19 02-08-2017
0
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული