მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გივი მაჭარაშვილი ვიცე-ჩემპიონია!

AutoSharing Option
1-ელ აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. პლანეტის ვიცე-ჩემპიონი 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი გახდა, რომელიც ფინალში რუს შამილ მუსაევთან დამარცხდა (2-7).

ქართველმა ფალავანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა და ყველა მათგანს ქულების აშკარა უპირატესობით მოუგო - იაპონელი ტაკაში იშიგურო, უკრაინელი ოლექსანდრ ჰიმიშლი და გერმანელი ილია მატუჰინი ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელი კოლი მური 16-4 გაანადგურა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ტამპერეში საქართველოს ნაკრებიდან ასევე იასპარეზეს ედემი ბოლქვაძემ (60
კგ) და ნიკოლოზ კენჭაძემ (74), თუმცა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.

2 აგვისტოს ჩემპიონატზე დარჩენილი წონების, 55, 66, 84, 120 კგ-ის ფალავნები იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატქმაუნდა ულოცავ მაგრამ იმ რუსმა უბრზოლველად რო მოიგო ალბატ ნახა ყველამ.ჰვენებური 1 ცუტის მერე ვერ სუნტქავდა დზაან ზანტად იჰიდავა.
bajo
09:49 02-08-2017
0

სიახლეები პოპულარული