აკი ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი შოდაისთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 სექტემბერს აკი ბაშოს XIII საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მეექვსე მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე შოდაის შეხვდა და სუკუინაგეს ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ქართველ ფალავანს ბალანსი 7:6-ზე გაუხდა. ლევანს აუცილებლად სჭირდება ერთი მოგება, რომ ტურნირზე დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აბი იქნება, ვისთანაც დადებითი ბალანსი 2:0-ზე აქვს.

ჯურიო ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა გაგამარუმ, რომელმაც კოტოეკოსთან ამიუჩის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი 6:7-ზე აქვს. ჯუღელს დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება მართებს, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

ქართველის მომდევნო
მეტოქე ტომოკაძე იქნება, ვისაც არასდროს შეხვედრია.

altაკი ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაკარგავს ეს ოძეკობას, ვეღარ მოიგებს!
petrekupry
20:43 21-09-2018
10
ანასთეზეოლოგი კარგი ანალიზია ყოჩაღ კარგი მწვრთნელი უნდა რომ თავისი პლიუსები უფრო სწორად მიმართოს და მინუსების აღმოფხვრაზე იმუშაოს ყოველ შემთხვევაში თავის გასაკეთებელს აკეთებს ქართულ სულს და ქართულ გენიას სწორი კუთხით წარმოაჩენს და სახელს უდიდებს გაიხარე კარგო ქართველო მადლობა თავდადებისთვის ბევრი ლომი გაგეზარდოს სამშობლოსთვის.
კახა
20:23 21-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული