საქართველოს სუმოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
სასტუმრო "სიმპათიაში" სუმოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ყრილობის 9 დელეგატმა ლევან ცაგურია სუმოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად ერთხმად აირჩია. გამომდინარე აქედან, ლევან ცაგურია ამ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.

აქამდე ფედერაციას თენგიზ რუხაძე ხელმძღვანელობდა.

ლევან ცაგურია სუმოისტობის პერიოდში კოკაის სახელით იყო ცნობილი. კოკაი პირველი ქართველია, რომელმაც პროფესიონალურ სუმოში გზა გაიკვლია. ლევან ცაგურია ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი, ორჯერ მოიგო მებრძოლი სულის პრიზი, 2-ჯერ დაამარცხა დიდი ჩემპიონი. კომუსუბის რანგში 2 ბაშოზე იასპარეზა.

მოგებული აქვს: ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმეს, ჯონიდანის და ჯონოკუჩის დივიზიონები. იყო პირველი ევროპელი
სუმოისტი ელიტაში და პირველი ქართველი პროფესიონალი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაწერეთ, რა, მასთან ინტერვიუ! რა ხდება ქართველ ახალგაზრდობაში? მოდის ვინმე? ტოჩინოშინიც და გაგამარუც ორივე 30 წლისანი არიან უკვე.
0
ვულოცავ, კარგია. დაე მეპურემ აცხოს პური
,,,,,,,
16:46 04-04-2018
0

სიახლეები პოპულარული