ჰარუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი ფინალს ჩიომარიუსთან გამარჯვებით ხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ბოლოს წინა საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ქართველი სეკიტორიშ მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიომარიუ იყო, რომელთანაც ქართველს ორი შეხვედრა ჰქონდა და ორივეში გამარჯება მოპოვებული. ტოჩინოშინმა მესამეც მარტივად იორიკირით მოიგო, ჩიომარიუმ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ფიზიკურად ვერ აჯობა ქართველს.


ტოჩინოშინს 14 შეხვედრის ჯამში 9 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველს გაგამარუს, მან ჯურიო ლიგაში დღეს ოფიციალურად გაიფორმა კაჩიკოში (დადებითი ბალანსი), მან ლიგის მეთერთმეტე ნომერს იაგოს ცუკიოტოშით სძლია. ამ გამარჯვებით
მას ბალანსი ჰარუ ბაშოზე 8-6-ზე გაუხდა.

ტურნირის ფინალურ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი იჩინოჯო იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 11:5-ზე აქვს.

ხოლო გაგამარუს მეტოქე ლიგის მეთორმეტე ნომერი ტაკანოივა იქნება, რომელთანაც ქართველ ფალავანს ბალანსი 6:1-ზე აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ