ლევან გორგაძეს ტურიზმის საპატიო ელჩის სტატუსი მიენიჭა!

AutoSharing Option
იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში იაპონიაში საქართველოს ელჩის, ლევან ცინცაძისა და ტოჩინოშინის ერთობლივი პრესკონფერენცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ლევან ცინცაძემ ქართველ სუმოისტს ტურიზმის საპატიო ელჩის დამადასტურებელი მოწმობა საზეიმოდ გადასცა.

პრესკონფერენციას იაპონური მედიისა და პრესის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. კითხვა-პასუხის დროს ტოჩინოშინმა მისი ოჯახის, მიღწევებისა და საქართველოს შესახებ ისაუბრა.

იაპონელების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა 2013 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ ლევანის მოულოდნელი დაბრუნება, რომლითაც სუმოისტმა ყველა გააოცა.

როგორც აღინიშნა, ის განასახიერებს ქართველი მებრძოლის შემართებისა და სამურაის სულისკვეთების გასაოცარ შერწყმას. ლევან ცინცაძემ კი საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის
შესახებ ისაუბრა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის სპორტული და კულტურული მიღწევებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

წყარო: "ქართული სუმოს ქომაგები"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული