ტოჩინოშინი: ჩემს მეუღლეს ნინო ჰქვია და ნინოობა ჩემპიონობით მივულოცე...

AutoSharing Option
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" "იმპერატორის თასის" მფლობელთან, ტოჩინოშინთან, იგივე ლევან გორგაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველი გოლიათი საინტერესო თემებზე საუბრობს და იმ ემოციებზე გვიყვება, რომელიც "იმპერატორის თასის" მოგების შემდეგ განიცადა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ოძეკი გოიედო ჩემი კლუბის განაყარი, "სანათესაო" კლუბის წევრია. გაჩემპიონების შემდეგ გასახდელში ასწია თასი და მის ფონზე, ყველამ გავაკეთეთ მისალოცი "ბანზაი". მაშინ პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე - კარიერაში ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?! მადლობა უფალს, რომ ეს ნატვრა 2018 წლის პირველ ბაშოზე ავისრულე. ჩემს მეუღლეს ნინო ჰქვია
და ნინოობა ჩემპიონობით მივულოცე...

- თასების გარდა, უამრავი სხვადასხვა პრიზით დაგაჯილდოეს, მათ შორის - ძვირად ღირებული ავტომანქანით და საათით, მთელი წლის სამყოფი საწვავით და სასმელ-საჭმლით...
- ავტომანქანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია - არ უჩუქებიათ. ის ავტომობილი, რომელზეც გამარჯვების შემდეგ ვიდექი, სუმოს ფედერაციის არის და მსგავსი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და ა.შ. მართლაც დამაჯილდოეს, მაგრამ მე ამდენი საჭმელ-სასმელი რად მინდა?! კლუბში გამოგზავნიან და მოვიხმართ.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედნიერები იყავით მუდამ. ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი ჩემპიონობით სპორტშიც და ცხოვრებაშიც. გაიხარეთ. იბედნიერეთ.
იაშა ხარაიშვილი
00:31 03-02-2018
0
სიახლეები პოპულარული