ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ნამდვილი სასწაულია, დაუჯერებელია, ეს როგორ, იმპერატორის თასი ჩვენია? იცით ხალხო ეს რას ნიშნავს? ბარაქალა შენს კაცობას და შენს ქართველობას!
ბმბ
17:09 27-01-2018
0
აკი ქართველებს,არც შრომა და არც არაფერი შეგვიძლიაო.[ეს ვიღაც–ვიღაცების გასაგონად!] გენაცვალე–ე–ე–ე! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს,შენისთანა ვაჟკაცები!
უბრალოდ ქართველი.
18:54 27-01-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული