ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
პირველ რიგში;დიდი მადლობა ლევანს ასე,რომ გაგვახარა ქართველები და ვუსურვებ მომავალში წარმატებებს.სუმოში გარკვეული ბოლომდე ვერ ვარ და იქნება მითხრას ვინმემ,ეს ის ტურნირია?კოკაის დროს ერთი მონღოლი, (როგორც ვიცი,სუმოს ლეგენდად არის მიჩნეული) რომ იგებდა ზედიზედ?
duda
27 იანვარი 2018 13:00
0
კი ეგაა...ის მონღოლი კი ასაშორიუ იყო...
მიროსან
27 იანვარი 2018 15:23
0
გილოცავთ! from Japan.
samurai
27 იანვარი 2018 15:11
0
გილოცავთ! from Japan.
samurai
27 იანვარი 2018 15:08
0
გენაცვალეეე ტოჩიიი!!!!!!
ზაზა
27 იანვარი 2018 12:58
0
გოლოცავ ლევან, ნამდვილი ქართველი მებრძოლი, დაუმარცხებელი გოლიათი ხარ. ეს ერთი და სხვა მრავალი....
tttt
27 იანვარი 2018 13:59
0
გაიხარე ლევან! ამ უდიდესი წარმატებით მთელი საქართველო გაახარე!
მგონი დროა საქართველოში სუმოს დარბაზი რომ გაიხსნას.
ფერნანდო
28 იანვარი 2018 11:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული