ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა და ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია
სუმოს სამყაროში.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც დაიშოჰო დაამარცხა. მას ჯამში 7 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
Ufalma gagaxaros chveni ase gaxarebistvis levan
Sumo
27 იანვარი 2018 12:36
0
მადლობა ლევან,შენ საქართველო ასახელე!
ისედაც იყავი ყველაზე წარმატებული ქართველი სუმოისტი,მაგრამ დღეიდან იმპერატორის თასები დაგბედებოდეს!
Giorgi
27 იანვარი 2018 12:34
0
მეც გილოცავთ ყველას!
levo
27 იანვარი 2018 12:34
0
Gilooooooooocaaaaaavtt
Sergo
27 იანვარი 2018 12:26
0
ძალიან მაგარი ამბავია ბრავო
k
27 იანვარი 2018 12:22
0
გილოცავ ლევან, დღეს შენ მთელი საქართველო გაახარე! საამაყო სპორტსმენი ხარ!
გულშემატკივარი
27 იანვარი 2018 12:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული