სუმო. აკი ბაშო: ლევან გორგაძე ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
აკი ბაშოზე ტურნირის მესამედი მიილია და აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ხუთიდან ხუთი მარცხი აქვს - ქართველი სუმოისტი სეკივაკე მიტაკეუმისთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და ახლა კომუსუბის რანგის მონღოლ სუმოისტ ტამავაშის ხვდება (12:6 ურთიერთშეხვედრებში).

ძურიოს დივიზიონში მოიგო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მან იამაგუჩის იორიკირით აჯობა. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰოა. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსგავსი რამე არ მახსოვს ტოჩინოშინისგან...დიდი ნახტომები ძურიოსკენ
რომა
20:08 14-09-2017
0

სიახლეები პოპულარული