სუმო. აკი ბაშო: ლევან გორგაძის ზედიზედ მესამე მარცხი

AutoSharing Option
ტოკიოში სექტემბრის ბაშოს მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა - აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ჩემპიონის რანგის (ოძეკი) სუმოისტ ტერუნოფუჯის შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ასე რომ, ჩვენებურს 0-3 ბალანსი აქვს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მას სულ თავიდან მაღალი რანგის მეტოქეებთან უწევს ჭიდაობა. ახლაც მისი მორიგი მეტოქე ოძეკი გოეიდოა (9:13 ურთიერთშეხვედრებში).

აკი ბაშო უცნაურ სიტუაციაში მიმდინარეობს - 4 დიდი ჩემპიონიდან 3 (ჰაკუჰო, კაკურიუ, კისენოსატო) ტრავმების გამო მოხსნილია სუპერტურნირიდან.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ამაკაზესთან წააგო ორთაბრძოლა და 1-2 ბალანსი აქვს.
მისი მომდევნო მეტოქე რიუდენია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული