სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია! - ქართველების დღე სანქტ პეტერბურგის მასტერსზე

AutoSharing Option
სამი ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი სანქტ პეტერბურგის ძიუდოს მასტერსის ფინალში არიან.

ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში კი, მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი იქნება.

1/2 - ფინალში უნგრელ მიკლოს ცირეინცისზე უკეთესი აღმოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი. 28 წლის ძიუდოისტი მთავარი სინჯის მედლისთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს დაუპირისპირდება.

ბრაზილიელი რაფაელ სილვას დამარცხების შემდეგ ფინალში კიდევ ერთ ბრაზილიელს შეხვდება გურამ თუშიშვილი. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველის მეტოქე დავიდ მოურა იქნება.

ფინალური შეხვედრების ყურება 18:00 საათიდან
''სილ უნივერსალზე'' იქნება შესაძლებელი.


მკითხველის კომენტარები / 8 /
არის მესამე ოქროც!!! ბრავო გურამ!!!
tngh
20:50 17-12-2017
0
არის მესამე ოქროც!!! ბრავო გურამ!!!
tngh
20:45 17-12-2017
0

სიახლეები პოპულარული