ნინო ოძელაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
10 ნოემბერს სოჭში დაიწყო სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა პირველი დღე არცთუ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი სპორტსმენებისთვის: მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია მოპოვებული და ისიც ქალებში, ვაჟები კი დამარცხდნენ.

მსოფლიოს მესამე პრიზიორი ზედიზედ მეორედ ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი (72) გახდა.

გუშინ ჩვენი ვაჟებიდან გივი ნადარეიშვილი (52), შმაგი ლაგაზაური (68) და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი პაატა ღვინიაშვილი (90) გამოდიოდნენ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

დღეს, 11 ნოემბერს, ასპარეზობაში 57, 74 და 100-კილოგრამიანი ვაჟები და 52, 64 და 80-ის მანდილოსნები ჩაებმებიან. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის გენადი ჩირგაძე (57),
ლევან ნახუცრიშვილი
(74), დავით ლორიაშვილი (100) იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული