ჭიდაობა

კლასიკური

გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს მეორე ჯილდო შეემატა - 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გელა ბოლქვაძემ.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი შეჯიბრებას საკვალიფიკაციო წრიდან შეუდგა, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ქარჩაიძე 6-3 დაამარცხა.

შემდეგ მოუგო ალბანელ მეტოქეს, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა თურქ მოწინააღმდეგესთან და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა.

ბოლქვაძემ რეპეშაჟის ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი აშკარა უპირატესობით - 9-0 დაამარცხა, ბრინჯაოს
მედლისთვის შეხვედრაში კი ბულგარელ მეტოქეს მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

ერთი დღით ადრე ასევე მესამე ადგილი დაიკავა იური ლომაძემ (77 კგ).

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი