საქართველოს კლასიკური ჭიდაობა: ყველა გამარჯვებული გამოვლინდა, გუნდური აჭარას ერგო

AutoSharing Option
დიღომში მდებარე "ახალი თბილისის " დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დასრულდა.

მეორე საშეჯიბრო დღეს გამარჯვებულები დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გუნდურ ჩათვლაში აჭარის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ოზურგეთი, ხოლო მესამეზე თბილისი გავიდა.

60 კგ
1. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
2. რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)
3. ლაშა მარიამიძე (თბილისი)

67 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3. ჯონი ხეცურიანი (ხობი)

77 კგ
1. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
2. მინდია წულუკიძე (აჭარა)
3. ბაკურ გოგოლი (თბილისი)
3. გელა ბოლქვაძე (აჭარა)

87 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)
3. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა)
3. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი - ორც)
3. ლევან არაბული (მცხეთა)
3. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული