მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/2-ფინალში სომეხ მაქსიმ მანუკიანს ვერ გაუმკლავდა - 0-7.

სანუგეშო ტურნირში ბრძოლის შანსი აქვს მძიმეწონოსან ლევან არაბულს, რომელიც 1/4-ფინალში ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესთან დამარცხდა - 5-2. არაბული მეტოქის შედეგზეა დამოკიდებული.

დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა: ლაშა მარიამიძემ (59) და გოგა გოგიბერაშვილმაც (66) იჭიდავეს, თუმცა მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული