ჭიდაობა

ძიუდო

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბაქოს გრან სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა.

ლიპარტელიანმა შუკურჯონ ამინოვა (უზბეკეთი), ფიდან ალიზადა (აზერბაიჯანი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი კრისტინა დეგუჩისთან (კანადა) დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მარიჩა პერიშიჩს (სერბეთი) დამატებით დროში ვაზარით სძლია.

მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ნინო ლოლაძემ (57 კგ), თემურ ნოზაძემ (60 კგ), ამირან დარბაისელმა (60 კგ), გიგი ოთიაშვილმა (66 კგ) და თორნიკე მაზნიაშვილმა (66 კგ).