ძიუდოისტი მათე გველესიანი საპატიო ჯილდოთი - "სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვენიის ქალაქ მარიბორში, ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.

დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა "სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოების ცერემონია.

სპეციალური კომისიის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამაგალითო საქციელისთვის გადაეცა ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონს მათე გველესიანს. ჩვენს სპორტსმენს სცენაზე უხმეს და ევროპის ოლიმპიური აუდიტორიის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში გადასცეს მეტად საპატიო ჯილდო. შეგახსენებთ: მათე გველესიანმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას
მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული