ჭიდაობა

ძიუდო

შესანიშნავია! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში უზბეკეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

მოიგეს - ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა.

წააგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, გაიარა მონღოლეთისა (4:2) და ბრაზილიის (4:3) ბარიერი, იაპონიასთან კი დამარცხდა (1:4).

ჩვენი მეტოქე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებს შორის დამარცხებული იქნება.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries