ჭიდაობა

ძიუდო

ისტორიული მსოფლიო საქართველოს ნაკრებისთვის! მამაკაცებში დამარცხებული იაპონია და სხვა მიღწევები

AutoSharing Option
გუშინ, 13 მაისს, კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი (ინდივიდუალური დასრულდა, გუნდური მიმდინარეობს) გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა. გთავაზობთ ჩამონათვალს:

- პირველად ისტორიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მედლების სართო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და იაპონია დაამარცხა.

- საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.

- პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს, შეგახსენებთ, ზედიზედ მეორედ ტატო გრიგალაშვილი - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესოა.

- პირველად ქართული სპორტის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა.

- იაპონიის გარდა მხოლოდ ორმა ქვეყანამ შეძლო
საკუთარ წარმომადგენლებში გაერკვია ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი. საბჭოთა კავშირმა 1975 წელს - 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ყაზახეთმა 2015 წელს - 60 კილოგრამში. - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენლებმა ოქრო-ვერცხლის მედლები პირველად გაიყვეს.

მედლები:

ოქრო: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ლუკა მაისურაძე (-90 კგ)

ვერცხლი: ლაშა ბექაური (-90 კგ)

ბრინჯაო: გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)

წყარო: ჯუდოს დღიურები

altმსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ ფინალში მაისურაძემ ბექაური დაამარცხა [VIDEO]

alt19 წლის სარდალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

altვაჟა მარგველაშვილი დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

altლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა [VIDEO]

 

altგრიგალაშვილმა კასე ისევ დაჯაბნა და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

altსულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

altთუშიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ