ჭიდაობა

ძიუდო

სულამანიძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ლიპარტელიანი ნაადრევად გამოეთიშა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს
დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.