ჭიდაობა

ძიუდო

ქართველმა კადეტებმა ძიუდოს ევროპის თასზე 6 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღნიშნულ ტურნირზე ჯამში 32 ქართველი ძიუდოისტი წარდგა.

-60 კილოგრამში ოქროს მედალი თორნიკე გიგაურმა მოიპოვა.

+90 კილოგრამში კი შოთიკო გოჩიაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.

-50 კილოგრამში შოთა ბაჩოშვილმა ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო -90 კილოგრამში კი იგივე საბა გველესიანმა მოახერხა.

გიორგი დულარიძემ (-66კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილმა (+90კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.