ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი და გიორგი სარდალაშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე [VIDEO]

AutoSharing Option
ზაგრების გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანმა ბრიტანელ ასელია ტოპრაკს, შვეიცარიელ ოლივია გერტშს, ხორვატ ტიჰეა ტოპოლოვიჩს და კუბელ არნაეს ოდელინ გარსიას სძლია, ფინალი კი კანადელ კრისტა დეგუჩთან იპონით წააგო.

სარდალაშვილმა ტაჯიკი მუჰამადსოლე კუვატოვი და ბრაზილიელი მათეუს ტაკაკი დაამარცხა, მეოთხედფინალი ფრანგ მაქსიმ მერლინთან დათმო, რეპეშაჟში ტაჯიკ ჰაკბერდი ჯუმაიევს აჯობა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს იპონით მოუგო.

სამწუხაროდ, მედლის
გარეშე დარჩა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).

ხვალ ზაგრების ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და გიორგი ტერაშვილი გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ემართება ვაჟას? მე მგონია წეს მსოფლიოზე სარდალაშვილი უნდა დადგეს, რათა მიიღოს გამოცდილება, რადგან პარიზში მას მოუწევს ქვეყნის ინტერესების დაცვა.
გაბო
00:04 16-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული