ჭიდაობა

ძიუდო

Euronews.com: გურამ თუშიშვილმა გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა

AutoSharing Option
საიტმა Euronews.com-მა თბილისის გრან პრის გამარჯვებულ გურამ თუშიშვილზე სტატია გამოაქვეყნა.

"თბილისის გრან პრის საასპარეზო ბოლო დღეს +100 კგ წონით კატეგორიაში ქართველ გულშემატკივარს გურამ თუშიშვილის იმედი ჰქონდა, რომელმაც მოლოდინი გაამართლა.

მან ფინალამდე გზა საკმაოდ ადვილად განვლო, 1/2-ფინალში კი თანამემამულე ლევან მატიაშვილი დაამარცხა.

ფინალში ის ირანელ ჯავად მაჰჯოუბს დაუპირისპირდა, რომელიც საკმაოდ ძლიერი სპორტსმენია. თუშიშვილმა საბოლოოდ იპონით იმარჯვა და ადგილობრივი აუდიტორია ამ ფაქტს ოვაციებით შეეგება.

"როგორც მოველოდი, ფინალური შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. ჩემს ოპონენტს ძალიან კარგად ვიცნობდი.

ეს ორთაბრძოლა ჩვენს ურთიერთდაპირისპირებებში პირველი არ
ყოფილა. ის ძალიან ძლიერია.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დარბაზში მოვიდა და მამხნევებდა. მათ ფინალური შეხვედრის დროს დიდებული ატმოსფერო შექმნეს.

შემდეგში შევეცდები, უფრო კარგად გამოვიდე და ის შეცდომები გამოვასწორო, რაც ამ ტურნირზე დავუშვი", - აღნიშნა თუშიშვილმა.


ასევე დაგაინტერესებთ