თბილისის გრან პრიზე საქართველო უძლიერესი შემადგენლობით გამოვა

AutoSharing Option
საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისის გრან პრისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდა.

ვაჟთა ნაკრებში ერთბაშად 28 ქართველი ძიუდოისტია. აღსანიშნავია, რომ თბილისში გასამართ ტურნირს უძლიერესი ძიუდოისტებით შევხვდებით.

ხოლო ქალთა ნაკრებში 9 ძიუდოისტია გამოძახებული.

ტურნირი თბილისში სტარტს 30 მარტს აიღებს და პირველ აპრილს დასრულდება.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ზვიად ხუბულური
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზვიად კაპანაძე
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი,
კობა მჭედლიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნოდარ ბერიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური, იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე

საქართველოს ქალთა ნაკრები
48 კგ. ნატალია ყიფშიძე
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. ეთერი ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი
70 კგ. მარიამ ჭანტურია, ელისო სისაური
78 კგ. ნინო ოძელაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ელენე ქებაძე

თბილისის გრან პრიზე 35 ეროვნული ნაკრები და საერთო ჯამში, 328 სპორტსმენი გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭებს ვუსურვებ წარმატებებს, იქნება კიდევ ერთხელ ყველა წონა მოვიგოთ. შემადგენლობაში თითქმის ყველაა, ვინც გვყავს. საინტერესო იქნება რინერის ჭიდაობა ქართულ ტატამზე. ვფიქრობ თუ ჩამოვიდა არ იჭიდავებს.
ზ.ჯ.
16:51 13-03-2018
0
გამოაქვეყნეთ თუ შეიძლება იაპონია, კორეა,მონღოლეთი, თუ ჩამოდიან. ტედი თუ ჩამოვიდა ეს მეგობრობის ჟასტი იქნება.
ჯ ი ჯ ი
12:23 11-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული