ძიუდოს რეიტინგი: ვარლამ ლიპარტელიანი თავის წონაში გალიდერდა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

დიუსელდორფის ტურნირზე ოქროს მედლის მოგებით ვარლამ ლიპარტელიანი 100 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გადავიდა. ლიპარტელიანმა 5 800 ქულით ჰოლანდიელ მიხაელ კორელს გაასწრო.

საერთო რეიტინგში კი ლიპარტელიანი მეორე ადგილზეა და იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს ჩამორჩება, რომელსაც 6650 ქულა აქვს.

დიუსელდორფში ბრინჯაოს მედლის მოპოვებით ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) 5 ადგილით წაიწია წინ და ამჟამად 2075 ქულით მე-17 ადგილზეა. ერთი ადგილით დაწინაურდა ამირან პაპინაშვილი და ახლა 3557 ქულით მეხუთეა.

ლაშა შავდათუაშვილი (73) ერთი პოზიციით
დაქვეითდა და ახლა 4007 ქულით მეხუთეა.

ორი ადგილით დაქვეითდა ზებედა რეხვიაშვილი (81), რომელიც ამჟამად 2194 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი პირველიდან მეორე ადგილზე გადავიდა. ღვინიაშვილს 4320 ქულა აქვს და სერბ ალექსანდ კუკოჯს ჩამორჩება.

+100-ში გურამ თუშიშვილი (4760) უცვლელად მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა ორი პოზიციით დაიწია და 1936 ქულით მე-18 ადგილზეა.

სხვა პოზიციები კი უცვლელი დარჩა.

წინა თვის რეიტინგი:

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული