ჭიდაობა

ძიუდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება, რომელსაც "სილკ უნივერსალი" აჩვენებს.

ჩხვიმიანი ნახევარფინალში იაპონელ რუიჯუ ნაგაიამს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის სტარტზე ფრანგ ჯოლან ფლორიმონტს იპონით მოუგო, ხოლო შემდეგ მონღოლ ბოლდბაატარ განბატს ასევე იპონით სძლია. მესამე კი, ვინც ჩხვიმიანმა გზიდან მოიცილა, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე გახდა, რომელსაც ჩვენებურმა იპონით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს.
ასევე დაგაინტერესებთ