ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

AutoSharing Option
ძიუდოში ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე საერთაშორისო რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა და ბოლოს გამოქვეყნებულ სიაში მეორე ადგილზეა.

ჩვენებურს მხოლოდ იაპონელი ჰიროტაკა ოკადა უსწრებს, ხუთეულში კი ასევე შედიან შემდეგი თანმიმდევრობით: ფინელი ველი-მატტი კარინკანტა, ჩინელი გუაკიაო ვანი და პოლონელი სლავომირ კოვნაცკი.

აღსანიშნავია, რომ ერთი ტურნირის განსჯისას უმაღლესი შეფასება - 8.5 ქულა სწორედ ნუცუბიძეს და კოვნაცკის აქვთ მიღებული. ეს შეფასება ორივემ შარშანწინ, მექსიკურ კანკუნში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე მიიღო.

ნუცუბიძე ევროპულ რეიტინგშიც მეორეა, სადაც მხოლოდ ბელორუს არტურ ფანდოს ჩამორჩება, თუმცა მთავარი მაინც მსოფლიოს რეიტინგია, რადგან
სწორედ ის განსაზღვრავს, ვინ იმსაჯებს ოლიმპიადაზე, მსოფლიოს ჩემპიონატსა თუ სხვა დიდ ტურნირებზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული