ჭიდაობა

ძიუდო

ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსის ისტორია გადაწერეს.

აქამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მასტერსის ისტორიაში მაქსიმუმ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

ხოლო 16-17 დეკემბერს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე საქართველომ შეჯიბრების ერთ დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.


მასტერსის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს
მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.


საქართველოს ნაკრები მასტერსზე სულ 6 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ხუთმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა. ვაჟთა შორის 7 ფინალიდან 4 ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობით ჩატარდა.
ასევე დაგაინტერესებთ