ბექა ღვინიაშვილი სანქტ პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
სანქტ პეტერბურგში მიმდინარე ზიუდოს მსოფლიო მასტერსზე ქართველი ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდა.

ღვინიაშვილმა პირველ წრეში უზბეკ იაკიო იმამოვს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში უნგრელი კრისტიან ტოსი დაამარცხა.

ნახევარფინალში, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული, ღვინიაშვილი ესპანელის სახელით მოასპარეზე ქართველს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ 1/4 - ფინალურ ეტაპზე კიდევ ორი ქართველი ზიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილია გასული.

პირველი მათგანი რუს კირილ დენისოვს 14:30 საათზე, ხოლო მეორე, კუბელ ალექს გარსია მენდოზას 14:45 საათზე დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული