ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
დღეს, 12 ნოემბერს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი (90) პირველივე შეხვედრაში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან იპონით დამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში პირველ ეტაპზე, ნოდარ ბერიანმა ხორვატი ანტონიო გარასიჩი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ ფინელ ოტო ლამანენს იპონით სძლია და მესამე ეტაპზე ბელორუსელ იაჰურ ვარაპოსთან მარცხის შემდეგ გადაინაცვლა რეპეშაში.

რეპეშაში პირველივე შეხვედრაში ესტონელი კრისტოფერ კლენი იპონით დაამარცხა, ხოლო რეპეშას ფინალში პოლონელ რაფალ კოზლოვსკისთან რთულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ონისე სანებლიძე (100),
რომელმაც ბელარუსელ დანიელ მუკეტესთან ვაზარით წააგო.

(100+) კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელი ფედირ პანკო იპონით დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში ხორვატ ზარკო ჯულუმს იპონით მოუგო, ნახევარფინალში კი რუს ტამერლან ბაშავეთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა.

მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილი აზერბაიჯანელ ჯალილ შუქუროვს დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურნირის პირველ ორ დღეს უმედლოდ დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გუჯეჯიანს კაცობა უნდა ეყოს და გადადგეს!
gurami
15:37 13-11-2017
0
მოძველდა ფედერაციის შემადგენლობა, ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალი სისხლი იყო საჭირო მენეჯმენტში. რაღაც უმნიშვნელო გადაადგილებებს რომ ნოვაციებს ვეძახით ეგრე არაა, ვის ვატყუებთ საკუთარ თავს? ისეთი შთაბეჭდილება რჩება ანალიტიკა საერთოდ არ არსებობოს... სოფტის დონეზე უნდა იყოს დაყვანილი თითოეული მოძრაობა და თითიოეული მეტოქე ათასნაირად უნდა იყოს გაშიფრული, ისე როგორც ჩვენი ლიდერები იშიფრებიან ბოლო წლები და გაუვნებელყოფილია ჩვენი პლიუსები მეტოქეების მხრიდან... მწვრთნელთა შტაბი წევრები ძალიან კარგი ძიუდოისტები იყვენენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ეგრევე მწვრთნელობა უმაღლეს დონეზე ცოტა ადრე ხო არ იყო?
Irakli Apkhaidze
10:43 13-11-2017
0

სიახლეები პოპულარული