ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ

AutoSharing Option
დღეს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ.

ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში მოლდოველ კორნელ ანდრიესთან ვაზარით დამარცხა.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ბექა შავდათუაშვილიც (73), რომელიც ავსტრიელ ლუკას რაიტერთან იპონით წააგო.

81-ში ბექა დონღვანმა პირველ წრეში რუმინელ ელემერ ჟოცზისს იპონით მოუგო, შემდეგ კი უკრაინელ ბოჰდან ზუსკოსთან სამი ვაზარით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ტურინის პირველ დღესაც უმედლოდ დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ კატასტროფა,მაროკოში აბსოლიტურზეც. კატასტროფა...
სოსო
17:02 12-11-2017
0
ეს ხალხო მემგონი დაგვცინის! გასაშვებია მთელი მწვრთნელთა შტაბი, და პირველ რიგში, სრულიად არაკომპეტენტური გუჯეჯიანი!
სტეფანე
20:38 11-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული