ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართება.

ტატამზე ვაჟებში 73-81 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, ხოლო ქალებში 63-70-ში.

73-ში იასპარეზებს ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი. ის თავიდან ისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ბრიტანელი ერიკ ჰამისა და მოლდოველი კორნელ ანდრიეს პაექრობაში გამოვლინდება.

რაც მთავარია, პოდგორიცაში არ ჭიდაობს ამ წონის ფავორიტი, უფროსებში ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებში კი ევროპისა და მსოფლიოს მომგები ჰიდაიეტ ჰეიდაროვი, ხოლო მეორე აზერბაიჯანელი, ევროპის ფინალისტი მურად ფატიევი ბადის
ზედა მხარესაა, ამ წონაში ჩვენი მეორე მონაწილის - ბექა შავდათუაშვილის მხარეს. თუმცა ჩვენებური მეორე ჯგუფშია და პირველ ორთაბრძოლას ავსტრიელ ლუკას რაიტერთან ჩაატარებს.

81-ში ბექა დონღვანი პირველი წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში რუმინელ ელემერ ჟოცზისთან შეხვედრით, მოგების შემთხვევაში კი ახალგაზრდებიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობ უკრაინელ ბოჰდან ზუსკოსა და ლატვიელ ნიკიტა დუინოვსს შორის უმჯობესს დაეჭიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული