აბუ დაბის გრან პრი: ზებედა რეხვიაშვილი მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი (81) აბუ დაბის გრან პრიზე მედლის გარეშე დარჩა.

რეხვიაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუსს ალან ხუბეცოვი შეხვდა და ორი ვაზარით წააგო.

რეხვიაშვილმა პირველსავე შეხვედრაში მოლდოველ დორინ გოტონოაგასთან ვაზარით მოიგო, შემდეგ ფრანგ ჯონათან ალარდონს ორი გაფრთხილება მიაღებინა და ისე მოიგო, ნახევარფინალის საგზური კი ირანელ საიდ მოლასთან შეხვედრაში მოიპოვა, სადაც მეტოქეს ასევე ორი გაფრთხილება მიაღებინა. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან ვაზარით წააგო.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა (66).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული