აბუ დაბის გრან პრი: ზებედა რეხვიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი (81) აბუ დაბის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეხვიაშვილმა ნახევარფინალში ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან ვაზარით წააგო და ბრინჯაოზე გადაერთო, სადაც მისი მეტოქე რუსი ალან ხუბეცოვი იქნება.

რეხვიაშვილმა პირველსავე შეხვედრაში მოლდოველ დორინ გოტონოაგასთან ვაზარით მოიგო, შემდეგ ფრანგ ჯონათან ალარდონს ორი გაფრთხილება მიაღებინა და ისე მოიგო, ნახევარფინალის საგზური კი ირანელ საიდ მოლასთან შეხვედრაში მოიპოვა, სადაც მეტოქეს ასევე ორი გაფრთხილება მიაღებინა.

აბუ დაბის გრან პრის მეორე დღეს მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველ
დღეს ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა (66).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული